23 ივნისი 2021,   07:20
ვრცლად
არ მომაყენოთ შეურაცხყოფა და ჩემი თავისუფლების ხარჯზე არ წახვიდეთ კომპრომისზე - ნიკა მელია ოპოზიციას მიმართავს

ნიკა მელია სასამართლო დარბაზიდან კოლეგა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს მიმართავს და მოუწოდებს,  მისი თავისუფლების ხარჯზე კომპრომისზე არ წავიდნენ.

"ამბობენ, რომ მელია პატიმრობაში უნდა იყოს და რატომ იცით? ჩემი თავისუფლებით რომ ივაჭრონ.  მივმართავ ყველა კოლეგა ოპოზიციონერებს - არ მომაყენოთ შეურაცხყოფა და ჩემი თავისუფლების ხარჯზე არ წახვიდეთ კომპრომისზე. თუ უნდათ ჩემი გამოშვება, როგორც შემაგდეს, ისე გამომიშვან. კომპრომისი ჩემი თავისუფლების ხარჯზე არ იქნება," - აცხადებს ნიკა მელია.

ნიკა მელიას სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

დღის ამბები