25 ივნისი 2021,   08:39
ვრცლად
მილიონ ტონაზე მეტ რადიოაქტიურ წყალს ზღვაში ჩაღვრიან - იაპონიის ხელისუფლების გადაწყვეტილებას პროტესტი მოჰყვა

იაპონია ფუკუშიმას ატომური ელექტროსადგურის მილიონ ტონაზე მეტ წყალს ზღვაში ჩაუშვებს, ამის შესახებ BBC წერს. იაპონიის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ წყალი დამუშავდება და რადიოაქტივობა დაიწევს, თუმცა ადგილობრივი თევზმჭერი კომპანიები გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებიან, ისევე როგორც ჩინეთი და სამხრეთ კორეა. 

ტოკიოში ამბობენ, რომ წყალი რეაქტორის გასაგრილებლად გამოიყენეს. ზღვაში კი მის ჩაღვრას, დაახლოებით, 2 წელიწადში დაიწყებენ და პროცესი რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში გაგრძელდება. 

ფუკუშიმას ელექტროსადგურის რეაქტორები წყალბადის აფეთქების შედეგად დაზიანდა, რაც 2011 წელს მიწისძვრამ და ცუნამიმ გამოიწვია. ამჟამად, რადიოაქტიურ წყალს ფილტრავენ, რაც რადიოაქტიური ელემენტების უმეტესობას გაანეიტრალებს, თუმცა რამდენიმე მაინც დარჩება - მათ შორის ტრიტიუმი, რომელიც ადამიანებისთვის საფრთხეს მხოლოდ დიდი დოზების შემთხვევაში წარმოადგენს. 

ამჟამად წყალს დიდ ავზებში ინახავენ, თუმცა რომლებიც სულ უფრო ივსება, რადგან ბირთვული რეაქტორის ჰერმეტული გარსიდან წყლის გაჟონვა გრძელდება.

გარემოსდამცველმა ჯგუფებმა, მათ შორის "გრინფისმა" გადაწყვეტილების მიმართ საკუთარი უარყოფითი დამოკიდებულება დიდი ხნის წინ დააფიქსირეს. 

დაბინძურებული წყლის ჩაღვრამ თევზმჭერი კომპანიების პროტესტიც გამოიწვია - ისინი ფიქრობენ, რომ მომხმარებლები მათი რეგიონის პროდუქტს აღარ შეიძენენ. 

დღის ამბები