08 მაისი 2021,   23:33
ვრცლად
ნიკა მელიას პატიმრობა გრძელდება - გადაწყვეტილების გადასინჯვის მცდელობა უშედეგოდ დასრულდა

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიამ დღეს 5-საათიან სასამართლო სხდომაზე სიტყვით რამდენჯერმე ისარგებლა. "ჩინჩალაძის მონა" - ამ ფრაზებს შემდეგ ის დარბაზიდან გააძევეს. მოსამართლემ ნიკა მელია პატიმრობაში დატოვა. მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას პროცესზე ხმაური მოჰყვა, ნინო ჩახნაშვილის მისამართით ისმოდა რეპლიკები ბრალდებულის და დამსწრე პირების მხრიდან. 

აღსანიშნავია, რომ დღევანდელ სხდომაზე მოსამართლემ დაცვის მხარის არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მელიას ადვოკატების შუამდგომლობა ბრალდებისა და დაცვის მხარის სიტყვიერი შელაპარაკების მიზეზიც გახდა. ამასთან, პროცესზე არაერთხელ დაისვა შეკითხვა - რატომ არ მოითხოვა პროკურატურამ გირაო.

მელიამ თანამოაზრეებს მოუწოდა, რომ კომპრომისზე მისი თავისუფლების სანაცვლოდ არ წავიდნენ. მელიას ადვოკატებისთვის მოსამართლის გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა.

ნიკა მელიას საქმის მორიგი სხდომა 29 აპრილს გაიმართება.

დღის ამბები