09 მაისი 2021,   00:02
ვრცლად
უკრაინაში ვითარება დღითიდღე იძაბება - ბაიდენმა პუტინს ნეიტრალურ ტერიტორიაზე შეხვედრა შესთავაზა

უკრაინა კვლავ მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. ქვეყნის აღმოსავლეთით მიმდინარე პროცესებს დილიდან ნატოში განიხილავდნენ. ოკუპირებული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს ურყევი მხარდაჭერა, იენს სტოლტენბერგის გარდა დღეს ბრიუსელში მყოფმა ენტონი ბლინკენმაც პირადად დაუდასტურა.

ვაშინგტონი კრემლს სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდებს და აფრთხილებს, რომ საერთაშორისო ინტერესების დასაცავად მათ ქმედებებს უპასუხოდ არ დატოვებენ. ბაიდენმა პუტინს სატელეფონო საუბრისას ნეიტრალურ ტერიტორიაზე შეხვედრაც კი შესთავაზა.

უკრაინის საზღვართან არსებული მდგომარეობით შეშფოთებულები არიან დიდი შვიდეულის ქვეყნები, საერთო განცხადებით დღეს მათ რუსეთის ქმედებას პროვოკაციის დეფინიცია მისცეს და სასწრაფოდ შეჩერებისკენ მოუწოდეს. კრემლს კი არ ესმის, მოსკოვში ამბობენ, რომ არაფერ შუაში არიან. თუმცა ეს სცენარი მსოფლიოს უკვე ნანახი აქვს, ამიტომ ექსპერტთა ნაწილი საქართველოს და რუსეთის სხვა მეზობლებსაც აფრთხილებს, რომ შესაძლოა მოსკოვი კიდევ უფრო შორს წავიდეს.

დღის ამბები