23 ივნისი 2021,   06:01
ვრცლად
შევხვდებით იმ ადამიანებს, ვისაც პროტესტი აქვს - ოპოზიცია 15 მაისის აქციისთვის ემზადება

ოპოზიცია რეგიონებში გასვლით შეხვედრებს იწყებს. 15 მაისს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით, პირველი შეხვედრა დღეს კახეთში გაიმართება.

დილიდან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან და თელავისკენ გაემართებიან. დაგეგმილია შეხვედრები, როგორც თელავში, ასევე, მუნიციპალიტეტის სოფლებში. ოპოზიცია, 15 მაისს, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციისთვის ემზადება, იქამდე კი პოლიტიკური ძალები რეგიონებს მოივლიან. 

"მთელი საქართველოს მასშტაბით, კახეთი იქნება ეს, თუ სხვა რეგიონი, პირველ რიგში ჩვენს ამომრჩევლებს უნდა მოვუსმინოთ. მათ აქვთ ბრაზი, რადგან ქვეყანა, რომელსაც ამხელა რესურსი აქვს, უკან მიდის, ხელისუფლება კი ილუზიას უქმნის, თითქოს საქართველო ჰყვაოდეს. პირველ რიგში, ჩვენ იმ ადამიანებს შევხვდებით, ვისაც პროტესტი აქვს," - განაცხადა გიგი უგულავამ. 

დღის ამბები