23 ივნისი 2021,   05:20
ვრცლად
ვახო სანაიაზე თავდასხმის საქმე - მოსამართლემ სამივე ბრალდებული პატიმრობაში დატოვა

საქალაქო სასამართლოში ვახო სანაიაზე თავდასხმის საქმეზე წინასასამართლო სხდომა დასრულდა. მოსამართლემ სამივე ბრალდებული პატიმრობაში დატოვა. პროკურატურა მათთვის სწორედ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის დატოვებას მოითხოვდა და ამ შუამდგომლობით წარსდგა სასამართლოს წინაშე. 

"საქმეში არის ყველა მტკიცებულება იმისთვის, რომ საქმეზე გამოვიდეს სწორი გადაწყვეტილება, სწორი გადაწყვეტილება გულისხმობს იმას, რომ უნდა აღდგეს დაზარალებულის ინტერესები, ის მორალური ზიანი, რომელიც მიიღო ბატონმა ვახომ, მისმა ოჯახმა, შვილმა. დაზარალებულის ინტერესი არ არის არც ერთ შემთხვევაში შურისძიება, არამედ ჩვენი მიზანია სწორი გადაწყვეტილება მიიღოს სასამართლომ,“ - აცხადებს ადვოკატი, ედუარდ მარიკაშვილი.

ჟურნალისტ ვახო სანაიასა მის ნათესავს 3 პირი თავს 25 თებერვალს დაესხა, სამივე დაკავებულია. 

დღის ამბები