25 ივნისი 2021,   08:50
ვრცლად
დადგა დრო, უკრაინას და საქართველოს წარედგინოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების სამოქმედო გეგმები - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ დადგა დრო უკრაინამ და საქართველომ მიიღონ როგორც NATO-ს წევრობის სამოქმედო გეგმა, ასევე ევროკავშირში გაწევრიანების გეგმაც.  ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ტვიტერზე დაწერა:

"სავსებით ვეთანხმები სალომე ზურაბიშვილს, რომ უკრაინისა და საქართველოსთვის MAP- ის მიღებისა და ევროკავშირში გაწევრიანების გეგმასთან დაკავშირებით კონკრეტული წინადადებების მიღების დროა. ძალისხმევის გაერთიანებასა და სოლიდარობას დღეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. უკრაინას და საქართველოს ისტორიული ურთიერთგაგება და ურთიერთმხარდაჭერა აქვთ მშვიდობის საკითხში,"- წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

დღის ამბები