23 ივნისი 2021,   05:53
ვრცლად
ჯერჯერობით, ახალი პოლიტპატიმრების გაჩენის საფრთხეს ვხედავთ, არ მაქვს საფუძველი ვთქვა, რომ რაღაც შეიცვალა - გიგა ბოკერია

"ევროპული საქართველოს" ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, მმართველი გუნდის განცხადება კომპრომისისთვის მზაობასთან დაკავშირებით, საკმარისი არ არის და საჭიროა, რეალური ნაბიჯები გადაიდგას.

მისი შეფასებით, ჯერჯერობით, ამ მიმართულებით ოპტიმიზმის საფუძველი არ არსებობს. 

"რა თქვა მეორეხარისხოვანია, უნდა ვნახოთ ნაბიჯებით - არიან თუ არა მზად იმისთვის, რომ ყველა იმ პუნქტზე, რაც მნიშვნელოვანია და რაც პრეზიდენტმა მიშელმა მოხაზა, მათ შორის, ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება, დგამენ თუ არა ნაბიჯებს, რაც კრიზისის განმუხტვას დაგვაწყებინებს. ჯერჯერობით, რასაც ვხედავთ, ახალი პოლიტპატიმრების გაჩენის საფრთხეა, არ მაქვს საფუძველი ვთქვა, რომ რაღაც შეიცვალა. თუ შეიცვლება, ძალიან კარგი,"- აცხადებს გიგა ბოკერია. 

ამავე თემაზე
დღის ამბები