23 ივნისი 2021,   05:23
ვრცლად
სომხეთის პრეზიდენტის ვიზიტი ორმხრივ ურთიერთობებში მნიშვნელოვანი მოვლენაა - დავით ზალკალიანი

სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი თბილისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. 

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის თქმით, სომხეთის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი ორმხრივ ურთიერთობებში მნიშვნელოვანი მოვლენაა.

"ძალიან მნიშვნელოვან დროს იმართება ვიზიტი და ბუნებრივია, არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ განხილულ იქნას ორმხრივი ურთიერთობის ყველა ძირითადი მიმართულება, ასევე განხილულ იქნას რეგიონში არსებული სიტუაცია.

ამ ვიზიტიის დროს გვექნება საშუალება ვისაუბროთ იმ დინამიკაზე, რომლითაც ბოლო წლების განმავლობაში ხასიათდებოდა ქართულ-სომხური ურთიერთობები, აგრეთვე სამომავლო პერსპექტივებზე. აუცილებელია, გაიცვალოს პოზიციები რეგიონში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით და იმისთვის, თუ რა უნდა გაკეთდეს რეგიონის გრძელვადიანი სტაბილურობისთვის და განვითარებისთვის. დარწმუნებული ვარ, ამ ვიზიტის შემდეგ ჩვენი ურთიერთობები თვისობრივად ახალ დონეზე გადავა", – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

დღის ამბები