09 მაისი 2021,   10:45
ვრცლად
გიორგი მუმლაძეს აღკვეთის ღონისძიებად 3000-ლარიანი გირაო შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტს, გიორგი მუმლაძეს, აღკვეთის ღონისძიებად 3000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

ის პენიტენციურ დაწესებულებას თანხის ნახევრის, 1500 ლარის გადახდის შემთხვევაში დატოვებს.

გიორგი მუმლაძე სხვა 4 აქტივისტთან ერთად პარტია "ქართული ოცნების" ოფისთან 14 აპრილს დააკავეს, როცა ის გალში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის 5-დღიანი სავალდებულო კარანტინის გაუქმებას ითხოვდა.

დღის ამბები