09 მაისი 2021,   11:45
ვრცლად
"კურიერის" ექსკლუზივი: გაუპატიურება, ფიზიკური ანგარიშსწორება, ფსიქოლოგიური ზეწოლა - კოჯრის შშმ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები დახმარებას ითხოვენ

"კურიერის" ექსკლუზივი: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები დახმარებას ითხოვენ - რა ხდება კოჯრის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სახლში. 

მძიმე ფაქტებს "რუსთავი 2-ს" ამავე სახლის ბენეფიციარები უყვებიან. გაუპატიურება, ფიზიკური ანგარიშსწორება, ფსიქოლოგიური ზეწოლა - ძალადობის მსხვერპლი ეტლს მიჯაჭვული ბავშვებიც არიან.

შედეგად ერთ-ერთმა არასრულწლოვანმა თვითმკვლელობაც სცადა.

შემზარავი ისტორიის მთავარი გმირი არასრულწლოვანი ბიჭია. მიზეზი, რის გამოც ბავშვთა სახლის ბენეფიციარმა თვითმკვლელობა სცადა, ძალადობაა.

"კურიერის" მიერ მოპოვებულ ვიდეომასალიდან ირკვევა, რომ პრობლემა სისტემურია და ბავშვთა სახლის მხოლოდ ერთ ბენეფიციარს არ ეხება.

გიორგი ზაქუტაშვილი, ვისზეც სავარაუდო ძალადობის მსხვერპლი დაუფარავად საუბრობს, ბავშვთა სახლის თანამშრომელია. 40 წლამდე მამაკაცი დაწესებულების დარაჯია. ბრალდების მთავარი ადრესატი და ძალადობაში მხილებული პირი ფაქტს უარყოფს.

ისტორიები, რომლებსაც ბავშვთა სახლის აღსაზრდელები ყვებიან, სიახლეა დაწესებულების ხელმძღვანელისთვის. მაია ჩიტაიშვილი მომხდარს ვერ უარყოფს, თუმცა ფიქრობს, რომ მსგავსი ფაქტების არსებობის შემთხვევაში, მას გარკვეული ინფორმაცია ექნებოდა.

ძალადობის მიმართულებით გარკვეული პრობლემები კოჯრის ბავშვთა სახლში სახალხო დამცველის აპარატის დაუგეგმავმა მონიტორინგმაც გამოავლინა. კოჯრის ბავშვთა სახლში ომბუდსმენის შესაბამისი სამსახური დაახლოებით 3 თვის წინ იმყოფებოდა. "კურიერის" მიერ მოპოვებული ვიდეომასალის გაცნობის შემდეგ კი აპარატი კონკრეტული საკითხის შესწავლას დაიწყებს.

"კურიერმა" მოპოვებული ჩანაწერები სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დახმარების ცენტრს გადასცა. მიწოდებულ მასალაზე დაყრდნობით, სადაც რამდენიმე ტიპის ძალადობის ფაქტებზე თავად მსხვერპლები საუბრობენ, სააგენტომ მოკვლევა დაიწყო.

ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე უკვე აღძრა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც. თავდაპირველად გამოძიება 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო. "კურიერის" მეირ მოპოვებული ვიდეომასალის გავრცელების შემდგომ არ არის გამორიცხულია დანაშაული სქესობრივი დანაშაულის მუხლით გადაკვალიფიცირდეს.

დღის ამბები