09 მაისი 2021,   12:36
ვრცლად
ვროკავშირი მიესალმება "ქართული ოცნების" დღევანდელ გადაწყვეტილებას

ევროკავშირის ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით, ვრცელდება განცხადება, რომელშიც ნათქვამია: "ჩვენ მივესალმებით "ქართული ოცნების" დღევანდელ განცხადებას და ვხედავთ, რომ ეს არის ნიშანი სურვილის, კვლავ ჩაერთონ ინკლუზიურ პოლიტიკურ დიალოგში, რომელიც დაიწყო პრეზიდენტმა მიშელმა 1 მარტს საქართველოში ვიზიტის დროს პირადად შედგენილი ხელშეკრულების პროექტის საფუძველზე, რომელიც წარადგინა ელჩმა კრისტიან დანიელსონმა 30 მარტს.

ამ უწყვეტი დიალოგის ინკლუზიური ხასიათი აუცილებელია იმისთვის, რომ საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა სწრაფად მივიდნენ კომპრომისამდე, რომელიც აუცილებელია პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად, ქართველი ხალხის ინტერესებისა და ქვეყნის დემოკრატიული კონსოლიდაციისათვის."

"ქართულ ოცნებაში" დღეს განაცხადეს, რომ  შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს ხელს აწერენ. პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, მზად არიან,  თვითმმართველობის არჩევნებშიც აამოქმედონ მხარდაჭერის  40%-იანი პრინციპი.

დღის ამბები