09 მაისი 2021,   15:20
ვრცლად
პანდემიის ფონზე შეცვლილი მოდის სამყარო - კარანტინის პერიოდში შექმნილი ქართველი დიზაინერების წარმატებული პროექტები

პანდემია როგორც ყველა, ისე მოდის ინდუტრიისთვისაც გლობალური გამოწვევა აღმოჩნდა. თუმცა ქართველმა დიზაინერებმა იზოლაციისა და კარანტინის დროს დაბადებული საინტერესო იდეები შემოქმედებით და წარმატებულ პროექტებად აქციეს.

როგორ აისახა ქართველი ხელოვანების ცხოვრებაზე ლოკდაუნი - პანდემიის გამო შეცვლილმა გარემომ, შეცვალა ავთანდილის ჩვეული ინტერესები. პროფესიით ფერმწერი დიზაინერი მხატვრობას დაუბრუნდა და ზუსტად სამ თვეში 25 ნამუშევარი შექმნა.


პანდემიის პერიოდი პროდუქტიული აღმოჩნდა დიზაინერი მატა ცერცვაძისთვისაც, რომელმაც თითქმის ერთ წლიანი შეზღუდვების პერიოდში სამკაულის ხაზი შექმნა. აქსესუარები უკვე უცხოურ ბაზარზეც გავიდა და ტანსაცმელთან ერთად დანიაში იყიდება.


ლოკდაუნს დიზაინერ "ლალოსთვის" გაყიდვების მხრივ ხელი არ შეუშლია. დიზაინერმა, პანდემიის დროს ფოკუსირება ონლაინ გაყიდვებზე გააკეთა. მისი სამოსის დიდი ნაწილი ამ პერიოდში აზიაში გაიყიდა.

პანდემიას ხელი არც დიზაინერ - თაკო მექვაბიძისთვის შეუშლია, რომ მისი სამოსი ისეთ ცნობილ უცხოელ ვარსკვლავებს შეეძინათ როგორებიცაა: ქეითი პერი, სოფია რიჩი და დიქსი დამელიო. ბათუმელმა დიზაინერმა, ასევე ახალი სპორტული ორეულების ხაზი შექმნა, რომელიც უფრო კომერციულია, მაგრამ წინა ხაზის მსგავსად ამ კოლექციაშიც ფერების სიუხვე იგრძნობა.

დღის ამბები