09 მაისი 2021,   14:01
ვრცლად
სოციალური პროტესტი, თუ ყაჩაღობა - ნიკა წურწუმიას ადვოკატის მტკიცებით ბანკში შეჭრა სიმბოლური ჟესტი იყო

სოციალური პროტესტი თუ ყაჩაღობა - ბანკში შეჭრა დაცვის მხარის მტკიცებით, პროტესტის გამოხატვის უკიდურესი ფორმა იყო. ნიკა წურწუმია ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს, თუმცა მის პოზიციებზე "კურიერთან" ადვოკატი საუბრობს.

ინფორმაცია, რომ დაკავებულს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, ჯერჯერობით დოკუმენტაციით ვერ მტკიცდება. დღის ბოლოს წინასწარი დაკავების იზოლატორში იურისტი კიდევ ერთხელ შევიდა. ამ წუთებში მიმდინარეობს ბრალის წარდგენის პროცედურა.

საქართველოს ექსპრეს ბანკის ფილიალი, სადაც ნიკა წურწუმია გუშინ შეიჭრა, დღეს ჩვეულებრივ მუშაობს. ბანკიდან რამდენიმე ასეულ მეტრში კი წურწუმიას სახლში ამ დრომდე რჩებიან ორსული მეუღლე, ბებია და ნათესავები. მათ მომხდარზე საუბარი არ სურთ, ამბობენ, რომ დეტალები დროთა განმავლობაში გაირკვევა. 

მოტივებზე ვერ საუბრობენ ვერც ზუგდიდში, იქ, სადაც წურწუმია გაიზარდა. მეზობლების ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და მათი ვარაუდით, შესაძლოა თავდასხმის მიზეზიც სწორედ ეს იყოს.

 

დღის ამბები