09 მაისი 2021,   10:35
ვრცლად
პროტესტის 175-ე დღეს რიონის ხეობის მცველებმა გუმათჰესთან ახალი კარვები გაშალეს

პროტესტის 175-ე დღეს, რიონის ხეობის მცველებმა გუმათჰესთან ახალი კარვები გაშალეს. ნამახვანში ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეების მოთხოვნები ამ დრომდე უცვლელია, ისინი ნამახვანის მიმართულებით სავალი გზის გახსნას და ჰესის მშენებლობის არეალში პროტესტის გაგრძელებას ითხოვენ.

პროტესტის მონაწილეების ყველა მოთხოვნა, რომ პრემიერ-მინისტრის დონეზე განიხილება, სწორედ ამის სათქმელად მივიდა დღეს გუმათჰესის დასახლებაში ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი. ზაზა ლომინაძე რიონის ხეობის მცველებს პირადად შეხვდა და იმედი გამოთქვა, რომ პრობლემური საკითხები ორივე მხარის მაქსიმალური ჩართულობით, კონსტრუქციულად მოგვარდება. 

რიონის ხეობის მცველების სოლიდარობის მიზნით, სოფელ გუმათში იმყოფებოდნენ დღეს სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები. აქციებით და მსვლელობებით, ჰესის მშენებლობა გააპროტესტეს და ხეობის მცველების მოთხოვნების მიმართ მხარდაჭერა დააფიქსირეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და აქტივისტებმა რამდენიმე ქალაქში - ბათუმში, გორში, გურიის რეგიონში და ასევე თბილისში.

დღის ამბები