09 მაისი 2021,   10:28
ვრცლად
გადამწყვეტი საკითხია პოლიტპატიმრების გათავისუფლება და შეთანხმების დოკუმენტში ვადამდელი არჩევნების ასახვა - სალომე სამადაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით, გადამწყვეტი საკითხია ე.წ. პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და შეთანხმების დოკუმენტში ვადამდელი არჩევნების ასახვა. ამის შესახებ სამადაშვილმა "ქართული ოცნების" წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების დაწყების წინ განაცხადა.

"იმ დოკუმენტიდან, რომელიც უკანასკნელი მოლაპარაკებების დროს იყო, ორი პუნქტი მისაღები არ არის. ეს არის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასთან და ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებული თემა. ამიტომ ველოდებით, რა იქნება განახლებული მოლაპარაკებების დოკუმენტი," - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები გაიმართება.

დღის ამბები