09 მაისი 2021,   11:01
ვრცლად
იმედი მაქვს, პროცესი ისე დამთავრდება, რომ ხვალ პარლამენტში მარტო არ ვიქნები - ვახტანგ მეგრელიშვილი

იმედი მაქვს, პროცესი ისე დამთავრდება, რომ ხვალ პარლამენტში მარტო არ ვიქნები - ამის შესახებ "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტან მეგრელიშვილმა განაცხადა.

"არ ვიცი, იქნება თუ არა რაიმე ცვლილება იმ დოკუმენტში, რომელიც ბოლოს დატოვა. ძალიან საინტერესოა. სინამდვილეში ინფორმაცია არანაირი არ მაქვს. ჩვენ ჩვენი გეგმის შესახებ გამოცხადებული მაინც გვქონდა, ხვალ ჩვენ პარლამენტში მივდიოდით. იმედი მაქვს, რომ პროცესი ისე დამთავრდება, რომ ხვალ პარლამენტში მარტო არ ვიქნები," - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

დღის ამბები