11 მაისი 2021,   13:30
ვრცლად
ძალადობის ფაქტი სკოლაში - სპეციალური საჭიროების მქონე 8 წლის ბავშვზე პედაგოგის პერსონალურმა ასისტენტმა იძალადა

აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის დედა თამარ იარაჯული დეტალურად იხსენებს, ფაქტს, რომელიც 41-ე საჯარო სკოლაში მოხდა. ოჯახში განმარტავენ, რომ სპეციალური საჭიროების მქონე 8 წლის ბავშვზე პედაგოგის პერსონალურმა ასისტენტმა იძალადა.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ მშობელმა სკოლაში არსებული სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები მოითხოვა. როგორც თავად ამბობს, დავის დაწყება მძიმე რეალობის ნახვის შემდეგ გადაწყვიტა. 

საჯარო სკოლაში დაწყებული გამოძიებიდან მალევე, ინციდენტში მონაწილე პედაგოგის პერსონალურმა ასისტენტმა სამსახური საკუთარი ნებით დატოვა. 

ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს. 30 წლამდე ქალი თვლის, რომ მას 8 წლის ბავშვზე ფიზიკურად არ უძალადია.

საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში უახლოეს მომავალში დაიწყება. ბრალი 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ჯარიმას ან საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობას ითვალისწინებს.

დღის ამბები