23 ივნისი 2021,   06:45
ვრცლად
ჭყონდიდის ეპარქიაში ვითარება დაიძაბა - ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული

ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება გრძელდება.

მორიგი დაპირისპირება, ამჯერად, სალხინოს ღვთისმშობლის შობის მამათა მონასტერში მიტროპოლიტ სტეფანეს მოსვლას მოჰყვა.

ადგილზე სალხინოს მონასტრის გადაყენებული წინამძღვარი, სხვა სასულიერო პირები და მრევლის ნაწილი იმყოფებიან, ისინი ეპარქიის წარმომადგენლებს არ აძლევენ წირვის ჩატარების უფლებას.

დაპირისპირებული მხარე ითხოვს საეკლესიო კრების ჩატარებას და იმ ბრალდებების განხილვას, რომელიც მიტროპოლიტმა სტეფანემ ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილ მმართველს პეტრე ცაავას წაუყენა.

ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, როცა მიტროპოლიტმა სტეფანემ ეკლესიაში შესვლა სცადა, თუმცა მას ეკლესიის კარი დაკეტილი დახვდა. სიტყვიერი დაპირისპირება მასსა და დაპირისპირებულ სასულიერო პირებს შორის, ურთიერთბრალდებები ფონზე, რამდენიმე წუთი გაგრძელდა.

სიტყვიერი დაპირისპირებისას მიტროპოლიტმა სტეფანე კალაიჯიშვილმა სალხინოს  მამათა მონასტრის წინამძღვარი დანიელი ქართული ეკლესიის წინააღმდეგ ამბოხში და შუღლის შემოტანაში დაადანაშაულა და ის წინამძღვრობიდან გადააყენა.

ადგილზე მობილიზებული არიან  სამართალდამცავები.

დღის ამბები