09 მაისი 2021,   14:13
ვრცლად
"უნდა გადადგეთ თუ არა თანამდებობიდან?" - რას პასუხობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი "ღამის კურიერის" წამყვანს ლარის გაუფასურების ფონზე

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე "ღამის კურიერში" დასმულ შეკითხვას, უნდა გადადგეს თუ არა ის თანამდებობიდან იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში ლარის მკვეთრი გაუფასურებაა, აცხადებს, რომ - არა. 

როდესაც კობა გვენეტაძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი (2016 წელს) გახდა, ერთი დოლარის ღირებულება - 2.5 ლარი იყო. დღეს კი, ოფიციალური მონაცემებით - 3.45-ია. 

კობა გვენეტაძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის პერიოდს აფასებს: 

"მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა გამოწვევები იყო ამ პერიოდში. ძალიან ბევრი გამოწვევა იყო. ამიტომ, საკმაოდ ბევრი მიზეზი იყო იმისათვის, რომ შესაძლებელი ყოფილიყო კურსი გაუფასურებულიყო," - აცხადებს კობა გვენეტაძე. 

დღის ამბები