09 მაისი 2021,   14:06
ვრცლად
"კურიერის" ექსკლუზიური ინტერვიუ ტერორიზმის დაფინანსებაში დადანაშაულებულ ალაუდინ გაურგაშვილთან

ორდღიანი პატიმრობის შემდეგ ფრანგმა სამართალდამცველებმა ტერორიზმის დაფინანსებაში ბრალდებული ალაუდინ გაურგაშვილი გაათავისუფლეს. 

"კურიერმა" ჩაწერა ექსკლუზიური ინტერვიუ სტრასბურგში მყოფ გაურგაშვილთან, რომელიც მომხდარს გაუგებრობას უწოდებს. მისი თქმით, საფრანგეთის გამოძიება მის ბინაში არსებული ნაღდი ფულის წარმომავლობით დაინტერესდა. 

რას უყვება "რუსთავი2-ს" ალაუდინ გაურგაშვილი? რა თანხა ამოიღეს ფრანგმა სამართალდამცველებმა მისი ბინის ჩხრეკისას და რატომ რჩება ამ დრომდე პატიმრობაში გია ქავთარაშვილი, რომელიც გაურგაშვილის მსგავსად წარმოშობით პანკისის ხეობიდან გახლავთ?

ალაუდინ გაურგაშვილთან ინტერვიუს და ტერორიზმის დაფინანსების საქმის ახალ დეტალებზე რეპორტაჟს ნახავთ "კურიერში" 21:00 საათზე.

 

დღის ამბები