08 მაისი 2021,   23:16
ვრცლად
კანონი ამნისტიის შესახებ - უქმე დღეების დასრულებისთანავე პარლამენტში კანონპროექტის 2 ვარიანტი დარეგისტრირდება

ოპოზიციაც და "ქართული ოცნებაც" უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ამნისტიის შესახებ კანონის საკუთარ ვერსიას წარადგენენ, შემდეგ კი მხარეები ეცდებიან, ორი კანონპროექტი შეაჯერონ. 

მმართველი პარტიის მიერ მომზადებული დოკუმენტის შინაარსი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მხარეები წინასწარ საუბრობენ, რომ შესაძლოა პოზიციების შეჯერება მოახერხონ და ამნისტიის შესახებ მომზადებული პროექტები საერთო დოკუმენტად აქციონ. ამაში კი გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმას ოპოზიციის ნაწილი "ქართული ოცნებისგან" ელოდება.

ვიდრე მხარეები ინიცირებულ კანონპროექტებზე მსჯელობას დაიწყებენ, მანამდე იმ განსხვავებებსა და თანხვედრებზე საუბრობენ, რომელიც დოკუმენტის ორ ვერსიას შორისაა.

რა მექანიზმით დატოვებს ციხეს ნიკა მელია - იქნება ეს ამნისტია თუ ევროკავშირის მიერ შეთავაზებული გირაოს გადახდა. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე საკუთარ პოზიციას ადვოკატების მეშვეობით ხვალ გაასაჯაროვებს. სწორედ 4 მაისს გეგმავენ მელიას ინტერესების დამცველები მასთან შეხვედრას.

ვიდრე გაირკვევა, კანონპროექტის რომელ ვერსიას ექნება მხარდაჭერა, მანამდე პარლამენტში ორივე დოკუმენტი უნდა დარეგისტრირდეს. ეს კი უქმე დღეების გათვალისწინებით, პირველივე ბიუროს სხდომაზე მოხდება. 

პოლიტიკური პროცესი პარლამენტში მინიმუმ 13 მაისამდე დაპაუზდა.

 

დღის ამბები