08 მაისი 2021,   22:20
ვრცლად
რუსეთი უკრაინაში ვითარების ესკალაციას ცდილობს - ვოლოდიმირ ზელენსკი ევროატლანტიკური სტრუქტურებისგან უფრო მკაფიო სიგნალებს ითხოვს

აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედრო ესკალაციის მცდელობები გრძელდება. სეპარატისტული ძალები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას კვლავ არღვევენ.

დღეს პოლონელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ღიად განაცხადა, რომ უკრაინას ევროპული და ევროატლანტიკური პერსპექტივების შესახებ მკაფიო სიგნალი სჭირდება.

პოლონეთის პრეზიდენტის, ანჟე დუდას თქმით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხის გადადება უნდა დასრულდეს. CBS-თან ინტერვიუში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი უკრაინის საზღვრებიდან ჯარების გაყვანის პროცესს უწყვეტად განაგრძობს.

 

ავტორი: შმაგი ლიპარტელიანი

დღის ამბები