11 მაისი 2021,   13:31
ვრცლად
აშშ 12-დან 15 წლამდე მოზარდების Pfizer-ით აცრისთვის ემზადება - დანიამ კი Johnson & Johnson-ის ვაქცინა პროგრამიდან ამოიღო

კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა მსოფლიოში 154 მილიონს გადააჭარბა. ისევ რთული ვითარებაა ინდოეთში, სადაც ყოველდღიურად ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 3 ათასს აჭარბებს.

ე.წ ინდური შტამის პირველი შემთხვევები გამოვლინდა მაროკოსა და ალჟირში. დანიამ "ჯონსონ ენდ ჯონსონის" ვაქცინა აცრის პროგრამიდან ამოიღო. ამერიკული მედიის ცნობით, შეერთებული შტატების სურსათისა და წამლის ადმინისტრაცია მიმდინარე კვირაში Pfizer-ის ვაქცინის 12-დან 15 წლამდე მოზარდებში გამოყენების ავტორიზაციისთვის ემზადება.

ჯანმოში კი აცხადებენ, რომ "სინოფარმის" ავტორიზაციის საკითხზე გადაწყვეტილებას კვირის ბოლომდე გამოაქვეყნებენ.

 

 

დღის ამბები