09 მაისი 2021,   14:30
ვრცლად
გორში სახალხო დღესასწაულს ოქონობას აღნიშნავენ

გორში სახალხო დღესასწაულს - ოქონობას აღნიშნავენ. მრევლი დილიდან ოქონის მშენებარე ტაძარია შეკრებილი სადაც მიტროპოლიტი ანდრია სადღესასწაულო წირვას ატარებს. წირვის შემდეგ კი, მოსახლეობას დალოცავენ და ქალაქის ქუჩებს აკურთხებენ.  

ოქონობის დღესასწაული ატენისა და გორის მიტროპოლიტ ანდრიას ლოცვა-კურთხევით აღდგა. დღესასწაული უკავშირდება ოქონის ხატს, რომელიც მე-12 საუკუნიდან გორის მფარველად მიიჩნეოდა. ხატი 1991 წელს ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს ცხინვალის მუზეუმიდან დაიკარგა და 2001 წელს კრისტის აუქციონზე აღმოაჩინეს. როგორც ერის საგანძური, ოქონის ხატის სპილოს ძვლის ტრიპტიკონი თბილისის სახელმწიფო მუზეუმში ინახება.

დღის ამბები