08 მაისი 2021,   23:52
ვრცლად
რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში ნიკა მელიას ადვოკატები ხვდებიან

რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს ნიკა მელიას ადვოკატები ხვდებიან. ადვოკატებმა მელიას რუსთავის საპატიმროში ის დოკუმენტი მიუტანეს, რომლის ხელმოწერის შემთხვევაში ევროკავშირის გირაოს დასთანხმდება და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ საპატიმროს დატოვებს.

როგორც დაწესებულებაში შესვლამდე ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა განმარტა, ნიკა მელიას საქმის გარშემო მისთვის გაუგებარი მოლოდინები იქმნება.

 "ნიკას პოზიცია ძალიან კარგად არის ცნობილი ყველა საკითხზე, მათ შორის გირაოზე და ყველა იმ თემაზე, რომელიც დღემდე იყო გაჟღერებული. ახლა არის ჩვენი ჩვეულებრივი, მორიგი შეხვედრა და რაღაცა აბსოლუტურად გაუგებარი მოლოდინები იქმნება, ამიტომაც დეტალებზე ვერ დაგელაპარაკებით. ჩვენ ჩვეულებრივად უნდა შევხვდეთ ჩვენს მეგობარს, რომელიც არის უკანონო პატიმრობაში და დეტალებზე შეხვედრის შემდგომ მოგახსენებთ," - განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.   

დღის ამბები