08 მაისი 2021,   23:26
ვრცლად
იმის თქმა, რომ გავაჩერეთ მეწყერი, არასერიოზულია, პროცესი გეოლოგიურად არ დასრულებულა და მერია როგორ დაასრულებს - თეა გოდოლაძე

დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის ხელმძღვანელი, სეისმოლოგი თეა გოდოლაძე მოუწოდებს მერიას, შეწყვიტონ კორპუსების მშენებლობა და შეჩერდეს სამუშაოები ვაშლიჯვრის ტერიტორიაზე.

მისი თქმით, ვაშლიჯვრის ფერდზე მეწყერსაშიში ზონები ყოველდღე აქტიურდება, რაც საფრთხის შემცველია.

როგორც თეა გოდოლაძე ამბობს, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ჯგუფი ყოველდღიურ რეჟიმში აკვირდება ადგილზე არსებულ ვითარებას და მონაცემებს ამოწმებს.

"იმის თქმა, რომ ჩვენ მოვაგვარეთ პრობლემა და შევაჩერეთ მეწყრული პროცესები - არასეროზულია პროფესიული კუთხით. რა პროცესი დაიწყეს და რას ასრულებენ არ ვიცი, იქ პროცესი გეოლოგიურად არ დასრულებულა და მერიამ როგორ უნდა დაასრულოს. ამ ქვეყანაში მეცნიერების მოკვლით მივიღეთ ის, რომ ვიღაცას თავში მოუვიდა ჩვეულებრივ მეწყერზე გზის გაყვანა," - აცხადებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორი თეა გოდოლაძე. 

მერიაში კი აცხადებენ, რომ მეწყრული პროცესების დაწყებისთანავე შექმნილია სპეციალური ჯგუფი, სადაც შედიან ქართველი და უცხოელი სპეციალისტები და სწორედ მათი მითითებითა და რეკომენდაციით სრულდება ყველა სამუშაო.

 

დღის ამბები