08 მაისი 2021,   22:59
ვრცლად
აქცია დაბა ოჩხამურში - ადგილობრივები წყლის მომარაგების პრობლემას აპროტესტებენ  

დაბა ოჩხამურში სოფლის მოსახლეობამ აქცია გამართა.

ადგილობრივებს წლებია წყლის მომარაგების პრობლემა აქვთ. ისინი ამბობენ, რომ წყალი მათ გრაფიკით მიეწოდებათ, თუმცა იმდენად იშვიათად, რომ მარაგის შევსებას ვერ ახერხებენ.

ასევე, მათი თქმით, წყალი, რომელიც გრაფიკით მიეწოდებათ, სასმელად უვარგისია.

ადგილობრივებს სასმელი წლით მომარაგება სოფლის ბოლოში არსებული წყაროდან უწევთ. მათივე თქმით, ისინი ხელისუფლებას მხოლოდ წინასაარჩევნოდ ახსენდება.

მრავალწლიანი პრობლემისა და ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან დაპირებების მიუხედავად, პრობლემა დღემდე მოუგვარებელია.

დაბა ოჩხამურში 2000-მდე მოქალაქე ცხოვრობს და როგორც ისინი ამბობენ, წყლის პრობლემის მოუგვარებლობის გამო სოფელი მიგრაციის საფრთხის წინაშეა.

დღის ამბები