25 ივნისი 2021,   08:25
ვრცლად
დედამიწაზე შესაძლოა 22-ტონიანი უკონტროლო რაკეტა ჩამოვარდეს

პენტაგონი თვალს ადევნებს 22-ტონიან ჩინურ რაკეტას, რომელიც კონტროლიდან გამოსულია. ხომალდი  დედამიწას უახლოვდება და შესაძლოა მისმა ნამსხვრევებმა პლანეტის ატმოსფეროში შემოაღწიოს და ჩამოვარდეს. 

მიუხედავად იმისა, რომ დედამიწის ატმოსფეროში შემოსვლისას ნამსხვრევების უმეტესობა დაიწვება, შეშფოთებას რაკეტის ზომა იწვევს. ის სიგრძეში დაახლოებით 30 მეტრია და კოსმოსში 29 000 კილომეტრი საათში სიჩქარით გადაადგილდება.

თუმცა, სპეციალისტები აცხადებენ, რომ პროცესი სახიფათო არ არის და რისკი იმისა, რომ დედამიწაზე დიდი ზომის ნამსხვრევები მოხვდეს, ძალიან მცირეა. რაკეტის ნამსხვრევების სავარაუდო ჩავარდნის ადგილად წყნარი ოკეანე მოიაზრება.

ჩინეთმა რაკეტა კოსმოსური სადგურის გასაშვებად გამოიყენა, რის შემდეგაც ის უკონტროლო გახდა.

დღის ამბები