25 ივნისი 2021,   08:46
ვრცლად
"კომუნიკაცია არ მაქვს" - თაკო ჩარკვიანს "სტრატეგია აღმაშენებელში" შეხვედრებზე აღარ ეძახიან 

ოპოზიციის წევრი თაკო ჩარკვიანი "ღამის კურიერის" ეთერში განმარტავს, რატომ არ ესწრებოდა ოკუპაციის ტყვეობაში მყოფი ზაზა გახელაძის მეუღლის და ოპოზიციის შეხვედრაზე.

​თაკო ჩარკვიანის თმით, ამ შეხვედრის შესახებ მას ინფორმაცია არ ჰქონდა.

"მე დღეს შეხვედრა მქონდა და ამიტომ არ ვიყავი, თუმცა არც ვიცოდი. თუ შემატყობინებდნენ, რომ "სტრატეგია აღმაშენებლის" ოფისში შეხვედრა იყო ზაზა გახელაძის მეუღლესთან აუცილებლად მივიდოდი. მე კომუნიკაცია არ მაქვს მათთან და გიორგი არ შემხმიანებია. 

პოლიტიკური გზები გაიყო ეს არის მიზეზი. მე ვცდილობ მაქსიმალურად კორექტული ვიყო, მაგრამ გამარჯვებად ვერ შევაფასებ დოკუმენტს, რომელიც გამარჯვებად ვერ შეფასდება ამ მოცემულობაში. ჯერ პოლიტპატიმარი ციხეშია და ორი სათუო ამნისტიის პროექტი გვაქვს,"- აღნიშნა თაკო ჩარკვიანმა.

დღის ამბები