20 ივნისი 2021,   07:45
ვრცლად
ერთ საიდუმლოს გეტყვით, ახლა ამის თქმა შემიძლია - თაკო ჩარკვიანი ოპოზიციის ჩანაფიქრს ამხელს

პარტია "კანონი და სამართალის" თავმჯდომარე "ღამის კურიერის" ეთერში "საიდუმლოს ამხელს". 

"სტრატეგია აღმაშენებელთან" და მის ლიდერ გიორგი ვაშძესთან გამიჯნული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ ოპოზიცია კომპრომისზე წასვლას ფიქრობდა, თუმცა ეს მას შემდეგ მოხდება როცა შარლ მიშელის დოკუმენტში შესატანი პუნქტები, მათ პოზიციებთან კიდევ უფრო დაახლოვდებოდა.

"ერთ საიდუმლოს გეტყვით, ახლა ამის თქმა შემიძლია. ფინალში თქვენ ფიქრობთ, რომ მთელი ოპოზიცია ასეთი უპასუხისმგებლოები ვიყავით? კომპრომისზე ჩვენც წავიდოდით, მაგრამ ეს კომპრომისია განა?

საიდუმლო ეს არის, რომ ოპოზიცია კომპრომისზე ფიქრობდა, თუმცა კომპრომისს გააჩნია და არ უნდა იყოს ასეთი ტიპის დოკუმენტი, რომელიც ბევრ რამეს ხელს შეუშლის,"- თაკო ჩარკვიანი.

დღის ამბები