25 ივნისი 2021,   08:36
ვრცლად
თბილისის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება შეეზღუდება - იხილეთ ქუჩების ჩამონათვალი

კომპანია "თელასის" ცნობით, სხვადასხვა სამუშაოს გამო, 7 მაისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება:

გლდანის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, გლდანის მასივის II, IV, VI მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ხერგიანის, მამკოდის და დემნა შენგელაიას ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, გლდანის მასივის „ა“, I, II, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), თიანეთის, ქერჩის, ხიზამბარელის, ომარ ხიზანიშვილის, ხიზაბავრის, აკაკი ვასაძის, ილია ვეკუას, თეიმურაზ ბოჭორიშვილის, წყალსადენის, ფეიქართა, შეშელიძის, ბარისახოს და უწერის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ყიფშიძის და ნუგზარ საჯაიას ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის IV კვარტლის (ნაწილობრივ), რაფიელ აგლაძის და წყალტუბოს ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კარტოზიას ქუჩის(ნაწილობრივ) მოსახლეობას.

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აბუსელიძე-ტბელის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება,"- აღნიშნულია თელასის განცხადებაში. 

დღის ამბები