25 ივნისი 2021,   06:58
ვრცლად
დღეს საქართველოს პარლამენტის წევრები საჯაროდ აიცრებიან

დღეს, საქართველოს პარლამენტის წევრები საჯაროდ აიცრებიან. დეპუტატების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რესპუბლიკურ საავადმყოფოში 13:00 საათიდან დაიწყება. 

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ვაქცინაციის პროცესში მთავრობისა და პარლამენტის წევრები ჩაერთვნენ.  

გაფართოებული იმუნიზაციის პროცესში ჩასართავად სხვა პრიორიტეტულ ჯგუფებიც განისაზღვრა, მთავრობის გადაწყვეტილებით, აცირებიან ტურიზმის და მასპინძლობის სექტორში დასაქმებული პირები, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები და კონტროლიორები. 

დღის ამბები