20 ივნისი 2021,   08:48
ვრცლად
პრეზიდენტმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ეს კანონი ნამდვილად არ იმსახურებს ვეტოს - დავით მათიკაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით მათიკაშვილი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომელმაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებები არ შეაჩერა. მათიკაშვილი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის ამ გადაწყვეტილებას ეთანხმება. 

"აბსოლუტურად ვეთანხმები პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, საკმაოდ ღრმა ანალიზი აჩვენა პრეზიდენტმა სანამ გადაწყვეტილების საბოლოო ვერდიქტს გამოაცხადებდა ამ საკითხის და საბოლოო ჯამში სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რადგანაც ეს კანონი ნამდვილად არ იმსახურებს ვეტოს. მისი თითოეული პუნქტი და წიაღსვლა არის მკაფიოდ დასაბუთებული და ამ დასაბუთების საწინააღმდეგო არგუმენტები ჩვენ არ და ვერ მოვისმინეთ,“ - აცხადებს დავით მათიკაშვილი

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა  მისთვის მინიჭებული უფლება არ გამოიყენა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებს ვეტო არ დაადო.

დღის ამბები