16 ივნისი 2021,   19:05
ვრცლად
მასა - 22 ტონა, გადაადგილების სიჩქარე 29 000 კმ საათი - დედამიწასთან მოახლოებულ ჩინურ რაკეტას პენტაგონი და NASA აკვირდება

ჩინური რაკეტა Long March 5B კოსმოსში უკვე რამდენიმე დღეა უკონტროლოდ გადაადგილდება. მეცნიერების ვარაუდით, ჩინური რაკეტა დედამიწის ატმოსფეროში დღეს ჩამოაღწევს. ვარდნის სავარაუდო ადგილი წყნარი ოკეანის ნეიტრალური წყლებია.

 ასტროფიზიკოსების თქმით, 22-ტონიანი რაკეტის დიდი ნაწილი, ატმოსფეროში შემოსვლისას უნდა დაიწვას, თუმცა შესაძლოა მისი მყარი ნაწილი დედამიწაზეც ჩამოვარდეს.

არსებობს ვარაუდი, რომ რაკეტა იტალიის 9 რეგიონიდან ერთ- ერთში ჩამოვარდება.

რაკეტის გადაადგილების ტრაექტორიას პენტაგონი და NASA აკვირდება, თუმცა ამერიკული მხარე ხომალდის ჩამოგდებას არ აპირებს. შეერთებული შტატები პროცესებზე პასუხისმგებლობას ჩინეთს აკისრებს.

ბრალდებებს პასუხობს ჩინეთი, ოფიციალური პეკინი უკონტროლო ჩინური რაკეტის ჩამოვარდნისას დედამიწაზე ზიანს არ ელოდება.

რაკეტა რომელიც დედამიწინად 29 აპრილს აფრინდა სიგრძეში დაახლოებით 30 მეტრია და 22 ტონას იწონის. ის კოსმოსში 29 000 კილომეტრი საათი სიჩქარით გადაადგილდება. კონკრეტულად რა ზიანს მიაყენებს რაკეტა დედამიწას, სავარაუდოდ მსოფლიო ხვალ გაიგებს.

ავტორი: ნინი კუპრაძე. 

დღის ამბები