16 ივნისი 2021,   19:02
ვრცლად
საკუთარი ხელით აშენებული 4 კოტეჯი 43 დღეში - ახალგაზრდა ბიზნესმენი, რომელიც პანდემიის გამო ემიგრაციიდან ბორჯომში დაბრუნდა

ახალგაზრდა ბიზნესმენი, რომელიც პანდემიის გამო ემიგრაციიდან მშობლიურ სოფელში დაბრუნდა და მეგობრებთან ერთად კოტეჯების მშენებლობა გადაწყვიტა. იდეა ლოკდაუნის პერიოდში რეალობად აქცია, გიგი გეგეშიძე ახლა დამსვენებლებს სოფელ სადგერში ელოდება.

ახალგაზრდამ საკუთარი ხელით, 4 კოტეჯი 43 დღეში, მეგობართან ერთად ააშენა.

ტურისტული სივრცის მოწყობა საკუთარი ძალებით დაიწყო. 4 სახლის ასაშენებლად თვენახევარი დასჭირდა. სურვილი კიდევ უფრო დიდი აქვს, ამავე სივრცეში კიდევ 4 კოტეჯის აშენება აქვს გადაწყვეტილი.

ვიდრე პანდემია დასრულდება, გიგი გეგეშიძე ახალი კოტეჯებისა და დამხმარე ნაგებობების აშენებასაც აპირებს. სადგერში სტუმრებს ივნისიდან ელოდებიან.

ავტორი: თამუნა უროტაძე

დღის ამბები