19 ივნისი 2021,   03:56
ვრცლად
პარლამენტის თავმჯდომარე და პარლამენტის წევრები მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალს გვირგვინით შეამკობენ

9 მაისს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა და პარლამენტის წევრები, "ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკში", მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალს გვირგვინით შეამკობენ.

ამასთან, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები 1 000 ლარის, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრები 500 ლარის ოდენობის ერთჯერად სოციალურ დახმარებას მიიღებენ. განკარგულებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.

დღის ამბები