16 ივნისი 2021,   18:09
ვრცლად
ევროკავშირისთვის საქართველოს სტაბილურობა, დემოკრატიულობა და წინსვლა, თურმე, ცარიელი სიტყვები კი არა, რეალური მიზანი ყოფილა - პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ევროკავშირისთვის საქართველო მნიშვნელოვანი მოკავშირეა.

"ევროპამ ახლახან გვაჩვენა, რომ მისთვისაც საქართველო მნიშვნელოვანი მოკავშირეა; მისთვის საქართველოს სტაბილურობა, დემოკრატიულობა და წინსვლა თურმე ცარიელი სიტყვები კი არა, რეალური მიზანი და ამოცანა ყოფილა და ამის ნიშნად ევროპა გვერდში დაგვიდგა.

ჩვენი ევროპისკენ მიმავალი გზა არც ადვილი, არც ერთგვაროვანია, თუმცა ჩვენ, ანუ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ, ვიცით, რომ ეს ჩვენი წინსვლის რეალური გზაა," - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

დღის ამბები