16 ივნისი 2021,   19:12
ვრცლად
Long March 5B-მა მისია დაასრულა - ჩინური კოსმოსური ხომალდის ატმოსფეროში შემოსვლა მსხვერპლის გარეშე დასრულდა

ჩინური კოსმოსური ხომალდის ატმოსფეროში შემოსვლა, ამჯერად, მსხვერპლის გარეშე დასრულდა - 20 ტონიანი რაკეტა ოკეანეში ჩავარდა. მან საიდუმლო მისია დაასრულა.

არსებობდა საფრთხე, როგორ დაეშვებოდა ის ხმელეთზე და ხომ არ განმეორდებოდა შარშანდელი ტრაგედია, როდესაც დიდი უკონტროლო კოსმოსური ხომალდის აფრიკის კონტინენტზე ჩამოვარდნას მსხვერპლი მოჰყვა. თუმცა, ამჯერად, ყველაფერი უსაფრთხოდ დასრულდა.

ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე, სიდიდით მეორე უკონტროლო რაკეტა, ინდოეთის ოკეანეში ჩავარდა. ოფიციალური დელის ინფორმაციით, ჩინური რაკეტა Long March 5B​-ს დიდი ნაწილი ატმოსფეროში შემოსვლისას დაიწვა.

საზოგადოების მოლოდინი არ გამართლდა და ხომალდი არა ხმელეთზე, არამედ ოკეანეში, მალდივის კუნძულების სიახლოვეს, თბილისის დროით, 06:24 საათზე ჩამოვარდა.

კოსმოსური ექსპერტების თქმით, Long March 5B-ს ხმელეთზე დაცემის ალბათობა ძალიან მცირე იყო.

ჩინური რაკეტის გადაადგილებას აკვირდებოდა პენტაგონიც. ოფიციალურმა ვაშინგტონმა ხომალდის ჩამოვარდნის შესაძლო უარყოფით შედეგებზე პასუხისმგებლობა ჩინეთს დააკისრა, ოფიციალურმა პეკინმა კი უკონტროლო რაკეტით გამოწვეულ შედეგებზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე იკისრა.

20-ტონიანი, გიგანტური ჩინური ხომალდი მწყობრიდან 4 მაისს გამოვიდა, დაშვების მომენტამდე მეცნიერები ვერ აკონკრეტებდნენ, პლანეტის რომელ წერტილს ემუქრებოდა საფრთხე.

 

ავტორი: შმაგი ლიპარტელიანი

დღის ამბები