16 ივნისი 2021,   18:43
ვრცლად
ფაშიზმზე გამარჯვების 76 წლისთავი წელს, ვაკის პარკის ნაცვლად, "ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში" აღინიშნება

ფაშიზმზე გამარჯვების 76 წლისთავი წელს, ვაკის პარკის ნაცვლად, "ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში" აღინიშნება, სადაც დილიდან მიდიან მოქალაქეები და მთავრობის წევრები. ისინი პატივს მიაგებენ დაღუპულებს.

"ძალიან ცუდი პერიოდი გვქონდა მე-20 საუკუნის ბოლო დროს. ძალიან ბევრი ამხანაგი, მამაცი მებრძოლი დაიღუპა ამ ომში და ძალიან მძიმე წუთები გვქონდა," -იხსენებს ვეტერანი იოსებ ტუხაშვილი.

მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ.

"76 წლის წინ კაცობრიობამ ძალიან საშიშ მტერზე გაიმარჯვა და ამ გამარჯვებაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ქართველ გმირებს. ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ისინი, მივაგოთ მათ პატივი და რა თქმა უნდა ვზრუნავდეთ იმ ვეტერანებზე, რომლებიც დღესაც იხსენებენ და არიან ჩვენი საზოგადოების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი და აუცილებელია ყოველ წელს ჩვენ არა მხოლოდ ვიზრუნოთ, გვახსოვდეს ისინი და პატივი ყოველთვის ვცეთ ამ დიდ მიღწევას, რომელიც მათ თავიანთი შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის გაიღეს," - განაცხადა კახა კუჭავამ.

 

ავტორი: თამარ თათარაშვილი

დღის ამბები