16 ივნისი 2021,   18:36
ვრცლად
სტალინის პორტრეტი, პირბადე და მაისური წარწერით СССР- გორის ცენტრში ადგილობრივები საბჭოთა სიმბოლიკით შეიკრიბნენ

სტალინის პორტრეტი, პირბადე და მაისური წარწერით СССР - ადგილობრივები, საბჭოთა კავშირის სიმბოლიკით, გორში, სტალინის მუზეუმის ეზოში, მემორიალურ სახლთან შეიკრიბნენ. მათ ერთმანეთს ფაშიზმზე გამარჯვების დღე, 9 მაისი მიულოცეს და აღნიშნეს, რომ გამარჯვებაში სტალინს დიდი წვლილი მიუძღვის.

ადგილზე იმყოფებოდნენ "უკვდავი პოლკის" წარმომადგენლები, სტალინელები და კომუნისტები. ისინი ქალაქის ცენტრში სტალინის ძეგლის დადგმას ითხოვენ.

ასევე, აქცია-პერფორმანსზე მყოფებმა ისაუბრეს რუსეთის როლზე საქართველოში, ზოგიერთმა მონაწილემ დაგმო საქართველოს მისწრაფება NATO-ს სრულფასოვანი წევრობისკენ.

დღის ამბები