16 ივნისი 2021,   18:56
ვრცლად
ილონ მასკს ასპერგერის სინდრომი აღმოაჩნდა

ილონ მასკს ასპერგერის სინდრომი დაუდგინეს - კომპანია Tesla-სა და Space X-ის ხელმძღვანელმა ამის შესახებ მან NBC-ზე კომედიური გადაცემის Saturday Night Live (SNL) წაყვანისას განაცხადა.

"ჩემთვის დიდი პატივია Saturday Night Live-ს წამყვანი ვიყო. დღევანდელი ჩემი გამოსვლა ისტორიულია, ვინაიდან მე ვიქნები ამ გადაცემის პირველი წამყვანი, რომელსაც ასპერგერის სინდრომი აქვს, ან თუნდაც პირველი, რომელმაც ეს აღიარა," - განაცხადა ილონ მასკმა.

ასპერგერის სინდრომი აუტისტური სპექტრის აშლილობაა, რომელსაც სოციალიზაციის სირთულეები და სტერეოტიპული ქცევები ახასიათებს.

დღის ამბები