16 ივნისი 2021,   17:55
ვრცლად
პროკურატურამ სასამართლოს ნიკა მელიას აღკვეთი ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით უკვე მიმართა

როდის დაინიშნება ნიკა მელიას სასამართლო და როდის დატოვებს ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე ციხეს - პროკურატურამ სასამართლოს უკვე მიმართა და მოითხოვა აღკვეთის ღონისძიების შეცვლა.

უწყებამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გირაოს თანხა, 40 000 ლარი ევროკავშირმა გადაიხადა.

"ბრალდების მხარის შუამდგომლობა ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის უფრო ნაკლებად მკაცრი ღონისძიებით გირაოთი შეცვლის შესახებ უკვე შეტანილი არის სასამართლოში.

ბუნებრივია, სასამართლოზე არის დამოკიდებული, რა ვადაში მოხდება ამ შუამდგომლობის განხილვა. ჩვენი შუამდგომლობა მაქსიმალურად გონივრულ ვადაში წარმოვადგინეთ. არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე და იმ მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, რომ საკითხი შეეხება ნაკლებად მკაცრი ღონისძიების განხილვას, ბუნებრივია, მაქსიმალურად გონივრულ ვადაში უნდა იქნეს განხილული ეს შუამდგომლობა, თუმცა, ბუნებრივია, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ სასამართლოზე დამოკიდებული," - განაცხადა პროკურორმა მიხეილ სადრაძემ.

დღის ამბები