24 ივლისი 2021,   09:26
ვრცლად
დიდუბეში ხანძარი ლიკვიდირებულია - მაშველებმა უსაფრთხო ადგილას 150-მდე ადამიანი გადაიყვანეს

დიდუბეში ხანძარი ლიკვიდირებულია. ცეცხლი თორნიკე ერისთავის ქუჩაზე მდებარე  მეორადი ტანსაცმლის საწყობს მოედო. დამწვარია 3000 კვადრატულ მეტრამდე ფართი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ძლიერი ქარის გამო ცეცხლის ქრობის პროცესი საკმაოდ გართულდა, მეხანძრე-მაშველებმა 150-მდე ადამიანის ევაკუაცია მოახერხეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი ოთარ კერესელიძე აცხადებს, რომ ამ დროისთვის ცეცხლი სრულად ლიკვიდირებულია.

"ადგილზე ოპერატიულად მობილიზდა 12 სახანძრო მანქანა, მეხანძრე-მაშველების ოპერატიულად მუშაობით მოხდა ხანძრის დროულად ლიკვიდირება,"-აღნიშნა ოთარ კერესელიძემ.

დღის ამბები