13 ივნისი 2021,   14:35
ვრცლად
გაფრთხილება ისრაელში მყოფთათვის - საქართველოს საელჩო მოქალაქეებს რაკეტსაწინააღმდეგო თავშესაფრების მოძიებას მოუწოდებს

საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს - უწყების ცნობით, ისრაელში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

საელჩო მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან უსაფრთხოების ზომები და თავი შეიკავონ ქუჩაში გასვლისგან:

"მიმდინარე წლის 10 მაისს ღაზას სექტორიდან, ისრაელის მიმართულებით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის გამო, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. დაიცავით უსაფრთხოების ზომები, თავი შეიკავეთ ქუჩაში გასვლისგან. მოიკითხეთ რაკეტსაწინააღმდეგო თავშესაფარი თქვენს საცხოვრებელ ადგილთან ახლოს. არ გახვიდეთ აივანზე და მოერიდეთ ფანჯარასთან ყოფნას",- ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ღაზის სექტორიდან ისრაელის სამხრეთით ორი რაკეტა გუშინ, 10 მაისს გაისროლეს, რასაც ისრაელის მხრიდან საპასუხო იერიში მოჰყვა.

დღის ამბები