13 ივნისი 2021,   15:33
ვრცლად
ინდოეთში გვამებს მდინარეში ყრიან - განგში კორონავირუსით გარდაცვლილი ათობით ცხედარია ნაპოვნი

ინდოეთის მდინარე განგში ცხედრები აღმოაჩინეს - მდინარეში, ბაჰარის შტატთან, ნაპოვნია დაახლოებით 30-მდე გვამი, რომლებიც, სავარაუდოდ, COVID-19-ით გარდაცვლილი პირები არიან. ამის შესახებ უცხოური მედია ინდურ პრესაზე დაყრდნობით წერს.

ადგილობრივი პრესა აცხადებს, რომ შესაძლოა ცხედრები მდინარეში რამდენიმე დღის წინ მეზობელ შტატ უტარ-პრადეშში ჩაყარეს.

ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ პირები, რომლებიც მდინარესთან მიმდებარედ დასახლებულ პუნქტებში ცხოვრობენ, გარდაცვლილების ცხედრებს მდინარეში კრემაციისა და დამკრძალავი კოცონის მაღალი ღირებულების გამო ყრიან.

მოქალაქეების განცხადებებით, შესაძლოა, მდინარეში დაახლოებით 100-150 ათასი ცხედარი იმყოფებოდეს.

დღის ამბები