13 ივნისი 2021,   21:07
ვრცლად
ბათუმში დიდი ოდენობით "სუბოქსინი" და ფული ამოიღეს - დაკავებულია ნარკორეალიზატორი

აჭარაში ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს 2 პირი, მათ შორის რეალიზატორიც - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით "სუბოქსინი". ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"ბათუმში პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით დააკავა ორი პირი, მათ შორის რეალიზარიც.

სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე განახორციელეს თ.ქ.-სგან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერი.

პოლიციამ თ.ქ.-ის მიერ საკონტროლო შესყიდვების დროს გაყიდული, "ბუპრენორფინის" შემცველი ნარკოტიკული საშუალება "სუბოქსინის" 115 აბი და ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

რაც შეეხება კ.ჩ.-ს, პოლიციამ, მისი პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო "ბუპრენორფინის" შემცველი ნარკოტიკული საშუალება "სუბოქსინის" 29 აბი და კ.ჩ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავა.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღებისა ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს," - აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები