19 ივნისი 2021,   04:43
ვრცლად
შეთანხმებას "ნაციონალური მოძრაობაც" უნდა შეუერთდეს - გაბრიელიუს ლანდსბერგისი

ნიკა მელიას საპატიმროდან გათავისუფლებას ევროპელი პარტნიორები ეხმაურებიან. ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრ გაბრიელიუს ლანდსბერგის თქმით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც" უნდა შეუერთდეს შეთანხმებას.

 

ლანდსბერგისი მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის საუკეთესო სცენარი იქნება, თუკი ყველა პოლიტიკური ძალა პარლამენტში შევა და შარლ მიშელის დოკუმენტზე იმუშავებს. 

"როგორც თბილისში ვიზიტისას აღვნიშნე, მხარს ვუჭერდი მოსაზრებას, რომ ნიკა მელიას საპატიმრო უნდა დაეტოვებინა. ასევე, ვუჭერ მხარს იმას, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც" უნდა შეუერთდეს შეთანხმებას. ამის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი და რთული ნაწილი შეთანხმების შესრულებაა. დოკუმენტში რთულად გადასაწყვეტი საკითხებია ჩადებული. ისეთი, როგორიც არის სასამართლოს და საარჩევნო რეფორმები. ამიტომ, საჭიროა ყველა პოლიტიკური პარტია წარმოდგენილი იყოს პარლამენტში და განხილვაში მიიღონ მონაწილეობა.

ეს კი ევროპისთვის იმის დემონსტრირება იქნება, რომ საქართველოს მთელი პოლიტიკური სპექტრი მოქმედებს ევროკავშირის მიერ შეთავაზებული შეთანხმებით აღებული ვალდებულებებით და ასევე დემონსტრირება, რომ პოლიტიკური ძალები მხარს უჭერენ რეფორმების გატარებას ქვეყანაში. ეს საუკეთესო სცენარი იქნება," - აცხადებს გაბრიელიუს ლანდსბერგისი. 

დღის ამბები