20 ივნისი 2021,   07:49
ვრცლად
შტურმი ყაზანის სკოლაში - შეჭრილ პირს 7 მოსწავლე ჰყავს მძევლად აყვანილი, დაჭრილია 12 მოსწავლე

ყაზანის პოლიციამ სკოლაში შტურმი დაიწყო - შენობაში შეჭრილი პირებიდან ერთ-ერთმა 7 მოსწავლე მძევლად აიყვანა - ბოლო მონაცემებით.

გავრცელებული ინფორმაციით, სროლის შედეგად დაშავებულია 12 მოსწავლე და ერთი სრულწლოვანი პირი.

როგორც ცნობილი ხდება, ცოტა ხნით ადრე სკოლის ფანჯრიდან გადმომხტარი ერთ-ერთი თავდამსხმელი სამართალდამცავებმა სკოლის ტერიტორიაზევე დააკავეს. ირკვევა, რომ ის 19 წლის ილნაზ გალიავიევია, რომელმაც იგივე სკოლა, 175-ე გიმნაზია, 4 წლის წინ დაამთავრა.

შეგახსენებთ, ყაზანის 175-ე სკოლაში ორი შეიარაღებული თავდამსხმელი შეიჭრა და სროლა ატეხა.

ამავე თემაზე
დღის ამბები