19 ივნისი 2021,   05:15
ვრცლად
15 22 - აცრის ჩასატარებლად, ტელეფონით დასარეგისტრირებლად ცხელი ხაზი მოქმედებს - გიორგი ღიბრაძე

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით ამცრელი კაბინეტებისა და ამცრელი ბრიგადების რაოდენობა გაიზრდება.

ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის თქმით, მოქმედებს ცხელი ხაზი - 15 22, რომელიც მსურველებს აძლევს საშუალებას, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო აცრის ჩასატარებლად ტელეფონით დარეგისტრირდნენ.

"გარდა ამისა, გვსურს იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ვაქცინაციაზე ელექტრონულად დარეგისტრირების შესაძლებლობა არ აქვთ, შევახსენოთ, რომ მოქმედებს ცხელი ხაზი - 15 22, რომელიც მსურველებს აძლევს საშუალებას, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო აცრის ჩასატარებლად ტელეფონით დარეგისტრირდნენ. აღნიშნულ ცხელ ხაზზე მოქალაქეებს ასევე გადაამისამართებენ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი - 112 და ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზი - 14", - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

როგორც ღიბრაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ამ ეტაპზე ძალაში რჩება ღამის საათებში, 21:00-05:00 საათამდე, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა.

"საბჭო მუდმივ რეჟიმში აკვირდება არსებულ ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებს და როგორც კი ეპიდემიოლოგიური ვითარება საშუალებას მოგვცემს, განხილული იქნება არსებული რეგულაციების შემსუბუქების შესაძლებლობა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, გამოიყენონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია, რათა თითოეულმა ჩვენგანმა მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ვირუსის გავრცელების პრევენციას და ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში რაც შეიძლება მალე დაბრუნებას", - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

დღის ამბები